ფეხბურთი

1:30 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ფანების პროტესტი ხელმძღვანელობის, გატუზოსა და ფეხბურთელების წინააღმდეგ

„ვალენსია“ ღრმა კრიზისშია და „ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ „მესტალიას“ სტადიონთან 1500-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებმაც კლუბის ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს.

ზოგადად, დიდი ხანია „ვალენსიას“ ფანები პიტერ ლიმს კლუბის გაყიდვისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ის ჯერჯერობით, „ლოს ჩესთან“ განშორებას არ აპირებს. ამჯერად, პრეზიდენტის გარდა, სამიზნე მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო და ფეხბურთელებიც იყვნენ.

ისმოდა სხვადასხვა შეძახილები ლიმისა და გატუზოს მიმართ. გარდა ამისა, ფანებმა სტადიონის აივანზე მთელი გუნდის გამოსვლა მოითხოვეს, მაგრამ მათი ეს მოთხოვნაც არ შესრულებულა და ფეხბურთელები ფანების წინაშე არ გამოჩენილან.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ „ბილბაოსთან“ მარცხით (1:3) ესპანეთის თასს მეოთხედფინალში გამოეთიშა, ლა ლიგაში კი გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

თეგებივალენსია
0.113021