სხვა

22:15 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიელმა მეიიარმა შლადმინგში გიგანტური სლალომი მოიგო

ავსტრიის შლადმინგში, სამთო მოთხილამურე მამაკაცთა მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის რბოლა გაიმართა, რომელიც შვეიცარიელმა ლოიკ მეიიარმა მოიგო. მან პირველივე ცდაზე ხელთ იგდო ლიდერობა, მეორე ცდაზე კი, რომელიც ხელოვნური განათების ქვეშ ჩატარდა, პირველი პოზიცია შეინარჩუნა.

ორი ცდის ჯამში, მან თანამემამულე ჯინო კავიცელი 0.59 წამით ჩამოიტოვა. მესამე ადგილზე კი ავსტრიელი მარკო შვარცი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.81 წამით ჩამორჩა.

ოლიმპიური ჩემპიონი, შვეიცარიელი მარკო ოდერმატი, ვინც მსოფლიო თასს აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერობს, რბოლაში არ გამოსულა, რადგან კიცბულეში, დაშვების რბოლისას დაშავებული მუხლი ჯერ არ მოუშუშებია.

0.11558