„დინამო ბათუმმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გრაცის „შტურმთან“ ჩაატარა და ავსტრიულ მეტოქეს დაუზავდა - 2:2.
არადა, ბათუმელები ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება გამოასწორეს. 64-ე წუთზე ლუკა ქაფიანიძემ ანგარიშის სხვაობა შეამცირა, ხოლო 81-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
„შტურმში“ არ უთამაშია ოთარ კიტეიშვილს, რადგან გრაცელებმა დღეს ორი ტესტ-მატჩი ჩაატარეს და კიტემ პირველში მიიღო მონაწილეობა.
„დინამო ბათუმი“ თურქეთში შეკრებას აგრძელებს და რამდენიმე ამხანაგურ თამაშს კიდევ ჩაატარებს.