ფეხბურთი

11:18 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სემ ელარდაისი „ევერტონის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება

ბრიტანელი სპეციალისტი, სემ ელარდაისი, მალე „ევერტონის“ დამრიგებელი გახდება - გვამცნობს Independent.

მხარეები ხელშეკრულებას 2022/2023 წლების სეზონის დასრულებამდე გააფორმებენ. „ევერტონის“ ბანაკში სურთ, რომ 68 წლის სპეციალისტი კლუბს პრემიერლიგაში დარჩენაში დაეხმაროს, რის შემდეგაც შესაძლოა მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივებაზეც იფიქრონ.

შეგახსენებთ, რომ 2017-18 წლებში ელარდაისი უკვე მუშაობდა მერსისაიდულ კლუბში.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ევერტონი“ ძალიან ცუდად ასპარეზობს. 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, მათ 15 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე დგანან, რასაც ორიოდ დღის წინათ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდის გათავისუფლება მოჰყვა.

0.121222