დღეს ფინეთის ქალაქ ესპოში, „მეტრო არენაზე“ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფიგურული მოციგურავეები ჩაერთვებიან ასპარეზობაში.
პირველები ყინულზე ქართველი ვაჟები, მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე გამოვლენ და თავიანთ მოკლე პროგრამას წარადგენენ. ეგაძეს 22-ე ნომერი აქვს, ყვითელაშვილს კი 27-ე.
ხვალ ტურნირში ანასტასია გუბანოვა ჩაერთვება, მოცეკვავე წყვილი, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი პირველად ყინულზე 27 იანვარს გამოვლენ.
სამწუხაროდ, ტურნირის დაწყების წინ ნაკრებს ანასტასია მეტელკინა-დანიილ პარკმანისა და კარინა საფინა-ლუკა ბერულავას სპორტული წყვილები გამოაკლდა.
ტურნირში სულ 35 ქვეყნის 131 მოციგურავე მიიღებს მონაწილეობას.