FIFA-მ ქალთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა, რომელსაც „OCEAUNZ“ ერქმევა.
ბურთის წარდგენის ცერემონია სიდნეიში დაიწყო, რის შემდეგაც ის ვერტმფრენით გადააფრინეს Marks Park-ზე. „OCEAUNZ“-ის დიზაინი შთაგონებულია ორი მასპინძელი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი პეიზაჟებით და ვიზუალით, რომელიც აოტეაროას უზარმაზარ მთებს აკავშირებს ახალ ზელანდიასა და ავსტრალიასთან.
ბურთი ორივე მასპინძელი ქვეყნის კულტურას აღნიშნავს, მისი დიზაინერები კი აბორიგენელი მხატვარი ჩერნ’ეე სატონი და მაორის მხატვარი, ფიონა კოლინსი არიან.
„OCEAUNZ“-ი აღჭურვილია მსგავსი ტექნოლოგიით, რომელიც კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახეთ. ის შეხვედრის ვიდეო მსაჯებს ზუსტ მონაცემებს მიაწვდის რეალურ დროში.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.