ფეხბურთი

0:50 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ნიჭიერი არგენტინელი ნახევარმცველი დაიმატა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ნიჭიერი არგენტინელი ფეხბურთელი მაქსიმო პერონე დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

20 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ „სიტიმ“ „ველეს სარსფილდს“ 8 მილიონი ევრო გადაუხადა.

მას „ველესში“ დებიუტი 2022 წლის მარტში ჰქონდა და მას შემდეგ 33 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.111946