ფეხბურთი

19:42 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: "იუვეში" კლუბის ყველაზე რთულ პერიოდში მოვხვდი, მაგრამ აქ ბედნიერი ვარ"

"იუვენტუსის" ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ტურინში ბედნიერია, მაგრამ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე გადაწყვეტილებას ოჯახთან გასაუბრების შემდეგ მიიღებს.

„მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. არ არის ადვილი მოულოდნელად აღმოჩნდე სატურნირო ცხრილში 22 ქულით, მაგრამ მუშაობით შეგვიძლია რაღაც ძალიან კარგი გავაკეთოთ.

ევროთასების ზონაში მოხვედრა? შეუძლებელი არაფერია. ჩვენ დიდი კლუბი ვართ, შესანიშნავი მოთამაშეებით, გამარჯვებული მენტალიტეტით, რომელიც საშუალებას მოგვცემს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა მატარებელს შევუერთდეთ. უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ.

„იუვეში“ ყველაზე ცუდ მომენტში მოვხვდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, „იუვე“ დიდებული კლუბია. ძლიერები და ერთიანები უნდა ვიყოთ. მომავალი? გადაწყვეტილებას ჩემს ოჯახთან ერთად მივიღებ, მათი ბედნიერება ჩემთვის პრიორიტეტია. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ აქ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კლუბში“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიას "იუვენტუსთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და შავ-თეთრი მაისურით 3 გოლი აქვს გატანილი.

0.118337