ფეხბურთი

18:09 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია და ოსიმენი: ოქროს დუეტი, რომელსაც ნაპოლის ისტორიაში შესვლა შეუძლია

„ოსიმენი და კვარაცხელია, ოქროს დუეტი. სამიზნე ნაპოლის ისტორიული წყვილის რეკორდია“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია SpazioNapoli-მ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე.

წერილში საუბარი ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელების შედეგიანობაზეა, რადგან მათ ნახევარ სეზონში ყველა ტურნირზე 23 გოლი მიითვალეს, კონკრეტულად სერია A-ში კი - 20.

„ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი რა თქმა უნდა ამ „ნაპოლის“ მთავარი პროტაგონისტები არინ. ლუჩანო სპალეტის გუნდს სხვა საკვანძო კაცებიც ჰყავს (მერეტი, დი ლორენცო, ლობოტკა და სხვები), მაგრამ შემტევი დუეტი არის ის, ვინც გაზეთების პირველ გვერდებზე ადგილს იკავებენ.

ნიგერიელი თავდამსხმელის 14 გოლი და 4 საგოლე პასი, ქართველი ვარსკვლავის 9 გოლი და 12 საგოლე პასი. შთამბეჭდავი რიცხვებია ნეაპოლიტანური კლუბის ორი ტალანტისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირველი სეზონია, როცა ისინი ერთად თამაშობენ.

ოსი-კვარას დუეტი ძალიან მაღალ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო მატჩები გამოტოვეს. სერია A-ს 19 მატჩიდან მათ ერთად მხოლოდ 11 შეხვედრაში ითამაშეს ერთად (4 თამაში კვარამ გამოტოვა და 4 ოსიმ).

მიუხედავად ამისა, გოლების წყვილი მზად არის ნეაპოლიტანური კლუბის ისტორიაში შესასვლელად. მხოლოდ სერია A-ს გათვალისწინებით მათ უკვე 20 გოლი გაიტანეს. სამიზნე არის მარადონა და კარეკა, „ნაპოლის“ ისტორიული დუეტის, რომლებმაც 1988-1989 წლების სეზონში, პირველ წელს, როცა ერთად თამაშობდნენ, საერთო ჯამში 28 გოლი გაიტანეს.

2011/2012 წლების სეზონში კავანი-ლავეცის წყვილმა 32 გოლის კი გაიტანა (26 მატადორმა), მაგრამ ოსი-კვარას საშუალო მაჩვენებლით რა თქმა უნდა, ამ რეკორდს დამხობის საფრთხე ემუქრება“, - წერს SpazioNapoli.

0.118765