კალათბურთი

16:58 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის თასზე გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება

კალათბურთში ესპანეთის სამეფო თასის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ 1/4 ფინალურ ეტაპზე „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება.



შეიძლება ითქვას, რომ „ტენერიფეს“ წილისყრაში გაუმართლა, რადგან „რეალ მადრიდიც“ და „ბარსელონაც“ ბადის ზედა მხარეს იმყოფებიან. „ლენოვო ტენერიფე“ წარმატების შემთხვევაში, „ბასკონიასა“ და „ხოვენტუტს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

1/4 ფინალური მატჩები 16 და 17 თებერვალს გაიმართება, ნახევარფინალები 18, ფინალი კი 19 თებერვალს არის ჩანიშნული.

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატშიც კარგად ასპარეზობს. გუნდი 26 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერებს, „ბარსელონას“ და „რეალ მადრიდს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

0.11567