„მანჩესტერ სიტი“ ახალგაზრდა არგენტინელის, მაქსიმო პერონეს გაფორმებასთან ახლოსაა. ქალაქელები მასში დაახლოებით 8 მილიონ ფუნტს გადაიხდიან და 5.5 წლიან კონტრაქტს დაუდებენ.
„მანჩესტერ სიტი“ ახალგაზრდა არგენტინელის, მაქსიმო პერონეს გაფორმებასთან ახლოსაა. ქალაქელები მასში დაახლოებით 8 მილიონ ფუნტს გადაიხდიან და 5.5 წლიან კონტრაქტს დაუდებენ.
პერონე 20 წლის ნახევარმცველია, რომელი „ველეს სარსფილდის“ ღირსებას იცავს. ივარაუდება, რომ ის გვარდიოლას გუნდს 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში პერონემ „ველეს სარსფილდის“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ქალაქელები მას ილქაი გიუნდოგანის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ზაფხულში „ბარსელონას“ შეუერთდება.