ჩოგბურთი

14:15 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირველობას 1/8 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის 1/8 ფინალში ოქსანა კალაშნიკოვასა და ალისია პარკსის წყვილი პირველ ნომრად განთესილ ჩეხებთან, ბარბორა კრეიჩიკოვასთან და კატერინა სინიაკოვასთან დამარცხდა.



ჩეხ წყვილს ქართველისა და ამერიკელის დასამარცხებლად 1 საათი და 3 წუთი დასჭირდა. პირველი სეტი კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილემ მშრალად, 0:6 წააგეს, მეორეში კი 3:6 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

ოქსანა კალაშნიკოვამ და ალისია პარკსმა ამ მატჩამდე ორი შეხვედრის მოგება მოახერხეს, რაც ქართველი ჩოგბურთელისთვის კარიერაში უკვე საუკეთესო შედეგი იყო. სამწუხაროდ, მან უფრო წინ წასვლა ვეღარ მოახერხა.

კრეიჩიკოვა და სინიაკოვა ტურნირის 1/4 ფინალში მიჰაილიკოვა-სასნოვიჩის წყვილისა და კრავჩიკი შუურსის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

0.129276