კრიშტიანუ რონალდოს კარიერაში ახალი თავი დაიწყო და „ალ-ნასრში“ მისი დებიუტი შედგა. ეს საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში მოხდა.
„ალ-ნასრმა“ „ალ-ეტიფაქს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ანდერსონ ტალისკამ 31-ე წუთზე გაიტანა.
რონალდუმ 90 წუთი ითამაშა და როგორც ჩანს, გუნდის კაპიტნადაც დანიშნეს, რადგან მოედანზე თანაგუნდელები მან გაიყვანა. „ალ-ნასრი“ 33 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 3 თებერვალს, „ალ-ფატეს“ დაუპირისპირდება.