ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში შეუჩერებელია და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად „მანჩესტერ იუნაიტედთან“, რითაც შეიძლება ითქვას, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდი საჩემპიონო გზიდან ჩამოიშორა.
„წითელმა ეშმაკებმა“ კარგად დაიწყეს და მარკუს რაშფორდის გოლით მალევე დაწინაურდნენ, მაგრამ ედი ნკეტიას 7 წუთი დასჭირდა გასათანაბრებლად და ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარი სწრაფი გოლებით დაიწყო: ჯერ ბუკაიო საკა „მეთოფეები“ დააწინაურა, მერე ლისანდრო მარტინესმა მოახერხა გატანა და წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად ამისა, „არსენალმა“ მაინც მოიგო, რადგან 90-ე წუთზე ნკეტიამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.
„არსენალს“ პრემიერლიგაში 19 თამაში აქვს ჩატარებული და 50 ქულა დააგროვა. ანუ სეზონის ზუსტად ნახევარში 50 ქულა - ეს ბრწყინვალე შედეგია. მიკელ არტეტას გუნდი „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს და თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. „მანჩესტერი“ კი 39 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს „ნიუკასლთან“ ერთად იყოფს.
„არსენალი“ – „მანჩესტერი“ 3:2 (1:1)
გოლები: 0:1 რაშფორდი (17), 1:1 ნკეტია (24), 2:1 საკა (53), 2:2 მარტინესი (59), 3:2 ნკეტია (90)