ქუთაისის „ტორპედომ“ მარცხენა მცველი გიორგი ქობულაძე დაიმატა. ინფორმაცია იმერული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ქობულაძე 2019 წლიდან „გაგრას“ შემადგენლობაში თამაშობდა და გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 36 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.
მანამდე 25 წლის მცველი „სასკოსა“ და უკრაინული „ინჰულეცის“ რიგებში ირჯებოდა.