ფეხბურთი

16:05 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

3-ქულიან ერაში სპალეტიმ სერია A-ში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი „სალერნიტანასთან“ გამარჯვებით საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა.

3-ქულიან ერაში, ანუ მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან), სპალეტიმ მწვრთნელებს შორის სერია A-ში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო - 276.

სპალეტიმ კარლო ანჩელოტის გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ იქვეა მასიმილიანო ალეგრიც, რომელსაც 273 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

თავის მხრივ, ზოგადად სერია A-ს რეკორდსმენი მოგებების რაოდენობით ჯოვანი ტრაპატონია, რომელსაც 300-მეტი თამაში აქვს მოგებული.

ვთქვათ ისიც, რომ ტრაპატონის, ანჩელოტისა და ალეგრისგან განსხვავებით ლუჩანო სპალეტის სკუდეტო არასდროს მოუგია.

0.111997