ფეხბურთი

15:18 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" მეტოქეები მეორე შეკრებაზე ცნობილია

"დინამო თბილისი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, თბილისელთა მეორე შეკრება ასევე ანტალიაშია დაგეგმილი. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ჩემპიონი ექვს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.დინამო თბილისი პირველ შეკრებას 22 იანვარს დაასრულებს, სამდღიანი დასვენების შემდეგ კი, საწვრთნელი პროცესი 25 იანვარს განახლდება.

რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს - 28 იანვარს "დინამოს" მეტოქე ბულგარეთის მოქმედი ჩემპიონი - ლუდოგორეცი იქნება, 1 თებერვალს ლურჯ-თეთრები ლიეტუვის ჩემპიონს - ვილნიუსის ჟალგირისს შევხვდებიან, ხოლო მომდევნო დღეს ყაზახეთის პრემიერლიგის მესამეადგილოსანს - ტობოლს დაუპირისპირდებიან.

5 თებერვალს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე მაკედონიის ჩემპიონი - შკუპი იქნება, 8 თებერვალს დინამო დონეცკის შახტარს შეხვდება და თურქული შეკრება კი, 9 თებერვალს, ლატვიის უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანთან - რიგასთან მატჩით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ "დინამო თბილისმა" პირველ შეკრებაზე "დნიპრო 1"-თან 3:3 ითამაშა, პლოვდივის "ლოკომოტივი" 2:0 დაამარცხა, ხოლო დღეს ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება.

0.116395