ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ, რომელიც ასევე ცნობილი მენეჯერის, ჯანი დი მარციოს შვილია, განაცხადა, რომ მამამისი ცოცხალი რომ იყოს, ხვიჩა კვარაცხელია შეუყვარდებოდა.
„მამაჩემი ოსიმენზე გიჟდებოდა და მისთვის სასიამოვნო იქნებოდა მთავარი გმირის როლში მისი დანახვა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ კვარაცხელიაც შეუყვარდებოდა“, - თქვა დი მარციომ.
შეგახსენებთ, რომ ჯანი დი მარციო იტალიაში ერთ-ერთი სახელგანთქმული მენეჯერი იყო, რომელიც შარშან გარდაიცვალა.