საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მიერ შესრულებული დაფარება „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ ევროლიგამ გამოარჩია და მე-20 ტურის ტოპ 10 მომენტში შეიყვანა.
შენგელიამ მატჩის მე-2 პერიოდში სწრაფ შეტევაში გაქცეულ ნეით უოლტერსს დაუფარა და მარტივი 2 ქულის აღების საშუალება არ მისცა, რაც ევროლიგამ გამოარჩია და მე-4 ადგილი მიანიჭა.
აღნიშნული შეხვედრა ქართველის „ვირტუს ბოლონიამ“ 74:64 მოიგო, შენგელიამ კი 16 ქულა, 2 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.