ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძიება კვლავ მიმდინარეობს. მედიაში უამრავი სახელი გაჟღერდა, ამჯერად კი კვლავ ლუის ენრიკეს კანდიდატურამ წამოიწია წინ.
UOL Esporte- ინფორმაციით, ბრაზილიის კონფედერაციის პრეზიდენტი, ედნალდო როდრიგეში ამ დღეებში ევროპაში გაემგზავრება და რამდენიმე კანდიდატთან ექნება გასაუბრება, 52 წლის ესპანელი სპეციალისტი კი ერთ-ერთი მათგანია.
ტიტემაც და ლუის ენრიკემაც საკუთარი თანამდებობები მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დატოვეს. „ფურია როხამ“ მთავარი მწვრთნელი სწრაფადვე აარჩია, „სელესაოს“ თავკაცის მოსაძებნად კი ბრაზილიაში დიდი მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს.
ზოგიერთ წამყვან ფიგურას ტრადიციებისგან გადახვევა არ სურს, ზოგი მათგანი კი, განსაკუთრებით ყოფილი ფეხბურთელები, ევროპელი მწვრთნელის დანიშვნას მხარს უჭერენ. სწორედ ამიტომ, არაერთი ევროპელის გვარმა გაიჟღერა, ლუის ენრიკე კი ამ ადამიანების ერთ-ერთი ფავორიტია.