ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, 15 ქულის დაკლების მიუხედავად გუნდისთვის არაფერი შეცვლილა და სეზონის მიზნები არ შეცვლილა.
„ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია, რომ პირველი წრე საუკეთესოდ დავასრულოთ. გუშინდელის შემდეგ ყველას მეტი ყურადღებით ყოფნა გვჭირდება. უბრალოდ მოედანზე უნდა ვიფიქროთ. 15 ქულის დაკლება აბსოლუტურად არაფერს ცვლის, ქულები უნდა დავაგროვოთ, ხვალ რთული თამაშია, რადგან „ატალანტა“ კარგ ფორმაშია. გამარჯვების შემთხვევაში მე-7 ადგილზე გადასვლის შანსი გვექნება, პატარ-პატარა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. შემდეგ ევროპა ლიგა და იტალიის თასი იქნება და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩი 22 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.