ფეხბურთი

12:13 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში ციხეში გადაიყვანეს, "პუმასმა" მასთან კონტრაქტი გაწყვიტა

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში ბარსელონას პოლიციამ გუშინ დააკავა და ის უკვე ციხეშიც გადაიყვანეს.

39 წლის მცველი სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული და მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულს არ აღიარებს, პატიმრობაში რჩება. სავარაუდო შემთხვევა 30 დეკემბრით თარიღდება. ქალბატონი ამტკიცებს, რომ დანი ალვეშმა მასზე იძალადა და ინტიმურ ადგილებზე ხელებით ეხებოდა.

საინტერესოა, რომ მექსიკურმა „პუმასმა“ ბრაზილიელ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა, შესაბამისად, დანი უკვე უკლუბოდაც დარჩა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშს კარიერის განმავლობაში „სევილიაში“, „ბარსელონაში“, „იუვენტუსში“, პსჟ-სა და „სან პაულუში“ აქვს ნათამაშები.

0.143985