ფეხბურთი

1:32 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა განახლდა, "ბაიერნმა" ქულები დაკარგა

ზამთრის პაუზა გერმანიაში დასრულებულია და ბუნდესლიგა განახლდა, რომლის მე-16 ტურის სასტარტო შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ „ლაიფციგს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა.

იულიან ნაგელსმანის გუნდი 37-ე წუთზე ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგის გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა: 52-ე წუთზე მარსელ ჰალსტენბერგმა წონასწორობა აღადგინა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

„ბაიერნს“ 35 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „ფრაიბურგს“ 5 ქულით უსწრებს, მაგრამ კონკურენტს მასთან ორ ქულამდე მიახლოება შეუძლია. „ლაიფციგი“ 29 ქულით მესამე საფეხურზეა.

0.118633