„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს უახლოესი ტურის მატჩს „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამოტოვებს.
ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კვარა ვერ ითამაშებს, რადგან გუნდს სალერნოში საერთოდ არ გაჰყვება.
„სალერნოში ჩვენთან ერთად არ მოდის, სახლში დარჩება. სიცხე არ აქვს, მაგრამ წუხელ კარგად არ იყო, ექიმმა წამლები უნდა მისცეს. ამიტომ, სჯობს არ გავრისკოთ“, - სპალეტიმ.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე კვირაში „კრემონეზესთან“ სათასო შეხვედრის გამოტოვებაც მოუწია, ზოგადად, ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მეხუთე თამაშს გამოტოვებს ყველა ტურნირის ჩათვლით. კვარა მიმდინარე სეზონში მოედანზე 20-ჯერ გავიდა, 9 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.
აქვე გეტყვით, რომ „სალერნიტანასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.