პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი შანხაის მასტერსის მეოთხედფინალში გავიდა. ბალკანელმა მერვედფინალში, რეიტინგის 85-ე ჩოგანი, ყაზახი მიხაილ კუკუშკინი დაამარცხა (6:3, 4:6, 6:4).
პირველ სეტში, 4:3-ზე სერბის სასარგებლოდ, ნოვაკმა ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტის სტარტზევე მოულოდნელად კუკუშკინმა ბრეიკი შეასრულა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ მესამე სეტში ჯოკოვიჩმა 2:2-ზე ბრეიკი შეასრულა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებათ. შეხვედრა 2 საათსა და 8 წუთს მიმდინარეობდა. ნოლემ 13 ეისი ჩააწოდა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ყაზახმა 9 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია.
მეოთხედფინალში ბალკანელი ესპანელ დავიდ ფერერს დაუპირისპირდება.