ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საკუთარ მოედანზე „მონცა“ დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.
„იუვე“ სწრაფადვე, მერვე წუთზე დაწინაურდა მოიზე კინის გოლით, მაგრამ მონცელებმა 15 წუთში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. მერე კარგა ხანს არაფერი იცვლებოდა და თამაში დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა ფედერიკო კიეზამ სუპერგოლით ყველაფერი გადაწყვიტა.
კიეზა შეცვლაზე ჩაერთო შეხვედრაში და 78-ე წუთზე ძალიან მაგარი გოლით „იუვე“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
იტალიის თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია. „იუვენტუსი“ რომის „ლაციოს“ შეხვდება, „რომა“ – „კრემონეზეს“, „ტორინო“ – „ფიორენტინას“ და „ინტერი“ – „ატალანტას“.