ფეხბურთი

15:39 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკ ოვერმარსს ინსულტის შემდეგ გული სერიოზულად დაუზიანდა

De Telegraaf-ის ცნობით, „ანტვერპენის“ სპორტულ დირექტორს, მარკ ოვერმარსს, რომელმაც 2022 წლის ბოლოს მცირე ინსულტი გადაიტანა, გულზე „გამოუსწორებელი ზიანი" მიადგა.

ყოფილი ფეხბურთელის გულს ახლა მხოლოდ 30%-ის ოდენობით შეუძლია სისხლის ამოტუმბვა. მისი გულის კუნთის ნაწილი, ფაქტობრივად, უმოქმედოა.

ოვერმარსის ანგარიშზე 86 მატჩი და 17 გოლია ნიდერლანდების ნაკრებში. ასევე თამაშობდა „აიაქსში,“ „ბარსელონასა“ და „არსენალში“.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მან „გოუ ეჰედ იგლზში“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დაიკავა - კლუბში, სადაც დაიწყო და დაასრულა პროფესიული კარიერა.

2012 წლიდან 2022 წლამდე ოვერმარსი „აიაქსში“ ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა, საიდანაც სკანდალის გამო გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის ბელგიურ კლუბში გადავიდა.

0.126759