ფეხბურთი

22:00 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯუღელი: "კვარაცხელია სატრანსფერო ჭორებზე არ ფიქრობს, მხოლოდ "ნაპოლიზეა" ორიენტირებული"

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა რუსულ გამოცემა Championat.com-ს ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ შეთავაზება არ მიუღია და ახლა ხვიჩა მხოლოდ „ნაპოლიზე“ ფიქრობს.

როგორც ჯუღელმა თქვა, კვარას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და მომდევნო ტურში აუცილებლად ითამაშებს.

- გავრცელა ინფორმაცია „მანჩესტერ სიტის“ მხრიდან ხვიჩათი დაინტერესების შესახებ. შეიძლება შეთავაზება არსებობდეს?

- მე არ მაქვს ფურცლები ჩემს მაგიდაზე და ვფიქრობ, არც „ნაპოლის“ ოფისში აქვთ.

- გუშინ „ნაპოლიში“ არ უთამაშია და მისი გუნდი „კრემონეზესთან“ სენსაციურად დამარცხდა...

- ლუჩანო სპალეტიმ გადაწყვიტა, რომ დაესვენებინა. ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. ამ წუთებში ხვიჩა ვარჯიშზეა და შაბათს, „სალერნიტანასთან“ ითამაშებს.

- გასაკვირია, რომ სპალეტიმ მისი დასვენება ისე გადაწყვიტა, რომ განაცხადშიც არ შეიყვანა. „ნაპოლის“ სხვა ლიდერები ხომ მეორე ტაიმში თამაშში ჩაერთვნენ...

- არაფერია გასაკვირი. სრული დასვენება ნიშნავს სრულ დასვენებას.

- ყოველთვის ხვიჩასთან ერთად ხართ?

- ახლა ცოტა ხნით წამოვედი, მაგრამ შემდეგ თამაშზე იქ ვიქნები.

- „სტადიო მარადონაზე“ დიდი რაოდენობით ქართველი გულშემატკივრები დადიან, დაახლოებით რამდენი ადამიანი ესწრება მატჩებს?

- თბილისიდან სპეციალური რეისით ბოლო თამაშზე 300 ადამიანი ჩავიდა ნეაპოლში, პლუს ნეაპოლსა და იტალიაში მოღვაწე ქართველებიც დადიან, მათ შორის, ისეთი ქართველებიც, რომლებმაც მანამდე ფეხბურთის შესახებ არაფერი იცოდნენ.

- ხვიჩას ბავშვობის ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაშია...

- ამ წუთისთვის ცხადია, რომ ის მთლიანად „ნაპოლიზე“ ფიქრობს. არსებობს სერია A-ს მოგების და ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლის შანსი, სხვა რამეზე ფიქრი შეიძლება? იტალიის ჩემპიონატში 9-ქულიანი უპირატესობის განიავება არ შეიძლება, ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალში „აინტრახტის“ ბარიერი გასავლელია. ასე რომ, ეს არის საქმეები, რომლებიც ახლა და აქ არის გასაკეთებელი.

- მუდრიკი „ჩელსიში“ 100 მილიონად გადავიდა, ლუჩანო მოჯიმ კი თქვა, რომ თუ ლუკაკუ 100 მილიონი ღირს, მაშინ ხვიჩას ფასი უფრო მაღალიაო. რა არის მისი სატრანსფერო ფასი?

- ეს არის ბოლო, რაზეც ახლა ვფიქრობთ.

0.1186