სხვა

16:11 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი სპორტსმენები გააცილეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა.



ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იტალია 21-28 იანვარს უმასპინძლებს და მასში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები ნინო ენუქიძე და ოთარ წულეისკირი.

სამთო-სათხილამურო სპორტი 1. ლევან ნაზღაიძე 2. ლუკა ბურდული 3. ოთარ წულეისკირი 4. ნინო ენუქიძე

ფიგურული ციგურაობა
1. კონსტანტინე სუპატაშვილი

ტრამპლინიდან ხტომა 1. გიორგი მიქელაძე 2. გიორგი დიაკონოვი

სნოუბორდი 1. ნიკოლოზ გაბულდანი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

0.122294