ფეხბურთი

15:47 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბიზნესმენმა მესისა და რონალდუს მატჩის ბილეთში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა

ხვალ, 19 იანვარს „პსჟ“ „ალ ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ კომბინირებულ გუნდს დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მესისა და რონალდუს დაპირისპირება კიდევ ერთხელ შედგება, ბიზნესმენმა კი ამ მატჩის სანახავად ბილეთში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა.



აღნიშნული შეხვედრის VIP ბილეთისთვის აუქციონი იმართებოდა, რომელიც ბიზნესმენ მუშრაფ ალ-გამდის გამარჯვებით დასრულდა. ეს პიროვნება შეძლებს მატჩს VIP ლოჟიდან მიადევნოს თვალი, შეხვედრის შემდგომ კი გასახდელში ჩავიდეს და ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს პირისპირ შეხვდეს.

აუქციონი საუდის არაბეთის გართობის ორგანოს ხელმძღვანელმა, თურქი ალ-შეიხმა აწარმოა და ბილეთში გადახდილი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია Ehsan Fund-ში გადაირიცხება.

ცნობილია, რომ „ალ ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ კომბინირებულ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ უკაპიტნებს.

0.12387