ფეხბურთი

4:01 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატში ითამაშებს

თბილისის „საბურთალოს“ ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი კარიერას ბოსნიაში გააგრძელებს და „სარაევოს“ რიგებში ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

გულიაშვილმა „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის 31 მაისამდე გააფორმა.

21 წლის ფეხბურთელი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და სხვა კლუბში არ უთამაშია. მან თბილისური გუნდის რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 13 გოლი გაიტანა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში კი მის აქტივში 14 თამაშში 6 გოლია.

0.113269