„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ „კრემონეზესთან“ მატჩის წინ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, აზედინ უნაჰი ძალიან მოსწონთ და ოპტიმისტურად არიან განწყობილი.
ჯუნტოლიმ ასევე დაადასტურა, რომ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეკარეების, სალვატორე სირიგუსა და პიერლუიჯი გოლინის ბარტერზე.
„უნაჰი კარგი ფეხბურთელია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, მაგრამ ამ მომენტში სატრანსფერო ბაზარზე არ ვფიქრობთ, კონცენტრირებული ვართ ჩვენს გუნდზე და ყოველდღიურ მუშაობაზე. ოსიმენი ტოპფეხბურთელია? ძალიან კარგად თამაშობს და ასე უნდა გააგრძელოს. მომავალი გვიჩვენებს, რა ღირს, მთავარია, მუშაობა კარგად გააგრძელოს. 100 მილიონი ღირს? როგორც ვთქვი, ტრანსფერებზე არ ვფიქრობთ. ჩვენთვის არცერთი ფეხბურთელი არ იყიდება, მათ შორის ოსიმენიც.
სპალეტი? ძალიან კმაყოფილი ვართ მისი მუშაობით, ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ ახლა კონტრაქტზე არ ვფიქრობთ, უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ. სირიგუსა და გოლინის გაცვლა? ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა ჯუნტოლიმ.