ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ (IFFHS), 2022 წლის სამხრეთ ამერიკის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც 7 არგენტინელი და 4 ბრაზილიელი მოხვდა.
მეკარე: ემილიანო მარტინესი (არგენტინა, „ასტონ ვილა“)
მცველები: ნიკოლას ოტამენდი (არგენტინა, „ბენფიკა“), ტიაგუ სილვა (ბრაზილია, „ჩელსი“), კრისტიან რომერო (არგენტინა, „ტოტენჰემი“)
ნახევარმცველები: როდრიგო დე პაული (არგენტინა, „ატლეტიკო“), ნეიმარი (ბრაზილია, პსჟ), კაზემირო (ბრაზილია, მანჩესტერ იუნაიტედი), ენცო ფერნანდესი (არგენტინა, „ბენფიკა“)
თავდამსხმელები: ვინისიუსი (ბრაზილია, მადრიდის რეალი), ხულიან ალვარესი (არგენტინა, „მანჩესტერ სიტი“), ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ).