ფეხბურთი

23:31 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ინგლისური კლუბებისგან ოსიმენში 150 მილიონს ითხოვს

„ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა ინგლისურ კლუბებს, „არსენალს“, „მანჩესტერსა“ და „ნიუკასლს“ სურს, მაგრამ იტალიელები მას იოლად არ შეელევიან.

Il Mattino-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც „ჩელსიმ“ დონეცკის „შახტარს“ მიხაილო მუდრიკში 100 მილიონი ევრო გადაუხადა, ეს ინგლისური გუნდებისთვის სხვა ფეხბურთელების ფასის გაძვირებასაც გამოიწვევს და „ნაპოლიც“ არ აპირებს, რომ ოსიმენი პრემიერლიგაში 150 მილიონ ევროზე ნაკლებად გაასხვისოს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ნიგერიელს შესანიშნავი სეზონი აქვს.

ოსიმენის აგენტის განცხადებით, ვიქტორი ახლა მხოლოდ მიმდინარე სეზონსა და სკუდეტოს მოგებაზე ფიქრობს. მას ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ვიქტორ ოსიმენი მიმდინარე სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია 12 გოლით და ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ დაახლოებით ერთი თვე ტრავმის გამო არ უთამაშია.

0.128152