ჩოგბურთი

17:17 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი მარტა კოსტიუკი რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს ხელს არ ჩამოართმევს

ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილე 20 წლის ჩოგბურთელმა, მარტა კოსტიუკმა განაცხადა, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს ხელს არ ჩამოართმევს და არც გაესაუბრება.



„მე ჩემი მოსაზრება ომისა და იმ ყველაფრის გარშემო, რაც ხდება, არ შემიცვლია. რა თქმა უნდა ჩვენ ომი ძალიან არ გვინდა. ვინც ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობს, ჩემი აზრით, ყველა უფლება აქვს, რომ ტურზე იყოს, თუმცა ვინც არა, ეს უბრალოდ ადამიანურობის საკითხია.“

„მე რუს და ბელარუს სპორტსმენებს არ ვესაუბრები. ხშირად გამარჯობასაც კი არ ვეუბნები. მე მათ ხელს არ ჩამოვართმევ.“ - განაცხადა კოსტიუკმა.

20 წლის კიეველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობა წარმატებულად დაიწყო. კოსტიუკმა პირველ ეტაპზე 28-ე ნომრად განთესილი ამერიკელი, ამანდა ანისიმოვა დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი ავსტრალიელ ოლივია გადეცკის შეხვდება.

0.117763