ფეხბურთი

15:27 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„შახტარი“ მუდრიკის ტრანსფერში აღებული თანხის 25 მილიონს ჯარისკაცების მხარდასაჭერად ჩარიცხავს

„შახტარის“ პრეზიდენტმა, რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ მიხაილო მუდრიკის ტრანსფერში აღებული 100 მილიონი ევროდან, 25 მილიონი უკრაინელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ჩაირიცხება.



გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 21 წლის უკრაინელი ტალანტი, მიხაილო მუდრიკი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ განაგრძობს. „არისტოკრატებს“ მუდრიკის ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდათ, ამ გარიგების შესახებ კი დონეცკის „შახტარის“ პრეზიდენტმა, რინატ ახმეტოვმა ისაუბრა:

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ცივილიზებულ სამყაროს უკრაინის დახმარებისთვის. უკრაინის არმიის წყალბით, დღეს ჩვენ შეგვიძლია უკრაინულ ფეხბურთზე ვისაუბროთ“

„ერთი მხრივ, მე მიხაილოს გამო ძალიან ბედნიერი ვარ და მისით ვამაყობ. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ მის მსგავს ფეხბურთელებს პირიქით, უნდა ვიწვევდეთ გუნდში და ევროტურნირების მოსაგებად უნდა ვიბრძოდეთ. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია ახლა, რადგან უკრაინაში ომი მიმდინარეობს. თუმცა მე მჯერა, რომ ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ, შემდეგ კი ლონდონის „ჩელსისთან“ „დონბას არენაზე“ ამხანაგურ მატჩს ვითამაშებთ.“

„ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვაწარმოო „აზოვსტალის პროექტი,“ რომელიც მხარს დაუჭერს მარიუპოლის მცველებს და მათ ოჯახებს. მუდრიკის ტრანსფერიდან შემოსული 25 მილიონი ჩვენი ჯარისკაცების, მცველებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად გადაირიცხება. ჩვენ მუდამ ვალში ვიქნებით ჩვენს ჯარისკაცებთან“ - განაცხადა ახმეტოვმა.

22 წლის მუდრიკმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მთლიანობაში კი „შახტარის“ მაისურით 44 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი. უკრაინის ნაკრებში მის ანგარიშზე 8 თამაშია.

0.113644