კალათბურთი

10:35 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი 38 000-იანთა კლუბს შეუერთდა

დღეს გამთენიისას NBA-ში „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ფილადელფია სიქსერსის“ მატჩი გაიმართა, რომელშიც ლებრონ ჯეიმსმა 38 000 ქულიან ნიშნულს უწია და ისტორიაში მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა.



დღევანდელი მატჩის შემდეგ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულეს, კარიმ აბდულ-ჯაბარს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ლებრონმა ზუსტი ორქულიანით 38 000-ე და 38 001-ელი ქულები ჩააგდო, მატჩის ბოლოს კი 38 024 ქულა დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბდულ-ჯაბარის 38 387 ქულიან ნიშნულს მხოლოდ 363 ქულა აშორებს.

დღევანდელ მატჩში „მეფემ“ 35:18 წუთში 35 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, თუმცა ეს მეტოქის დასამარცხებლად საკმარისი მაინც არ გამოდგა.

ფილადელფიაში ჯოელ ემბიდის კარგი თამაშის წყალობით, რომელმაც 35 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, „სიქსერსმა“ მეტოქე 113:112 დაამარცხა.

დღევანდელი მატჩის ჩათვლით, ჯეიმსი თამაშში საშუალოდ 29 ქულას აგროვებს. თუ ის ტემპს არ დააგდებს და მსგავს თამაშს განაგრძობს, 38 წლის კალათბურთელი კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდს 14 თამაშში გაასწრებს.

0.124199