სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის ჩემპიონია! 29 წლის მოფარიკავემ, კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა...
ქართული ფარიკაობის ისტორიაში სანდრო ბაზაძე გრან პრის (ფარიკაობაში პრესტიჟულობით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და გათანაბრებულია კონტინენტის პირველობასთან) პირველი ქართველი გამარჯვებულია!
ტუნისის გრან პრის ფინალში, სანდრომ იტალიელი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლუიჯი სამელე 15:8 დაამარცხა!
მანამდე სანდრომ უნგრელი ანდრას სატმარი (15:12), გერმანელები მატიას შაბო (15:8) და რაულ ბონაჰი (15:13), რუმინელი მატეი სიდუ (15:4) და იაპონელი კენტო იოშიდა (15:14) დაამარცხა.