ჩრდილოლონდონურ დერბიში ლიდერმა „არსენალმა“ „ტოტენჰემს“ სტუმრად 0:2 მოუგო და უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ რვა ქულით გაუსწრო. მიკელ არტეტას გუნდი აგრძელებს საჩემპიონო სვლას.
ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, როცა ბუკაიო საკას ჩაწოდეული ბურთი „დეზების“ ფრანგმა მეკარემ, უგო ლორისმა უხეიროდ მოიგერია და საკუთარ კარში შეაგდო.
36-ე წუთზე კი მატჩის ერთ-ერთმა საუკთესო მოთამაშემ, მარტინ ედეგორმა, საჯარიმოს გარედან გამოზომილი დარტყმით მეორე ბურთი გაიტანა.
„არსენალმა“ 47 ქულა მოაგროვა და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.
„ჩელსიმ“ ასევე ლონდონურ დერბიში 1:0 სძლია „კრისტალ პალასს.“ ეს „ლურჯების“ პირველი გამარჯვება გახლდათ 2023 წელს. ამით მათ სამწაგებიანი სერიაც დაასრულეს. გამარჯვების გოლი 64-ე წუთზე გერმანელმა კაი ჰავერცმა გაიტანა.
„ნიუკასლმა“ ალეკსანდერ ისაკის გვიანი გოლით 1:0 მოუგო „ფულემს“ და საკლუბო რეკორდი გაიმეორა: „კაჭკაჭები“ უკვე ზედიზედ 14 მატჩია აღარ აგებენ, რაც მათივე ოდინდელი მიღწევის გამეორებაა. ედი ჰაუს გუნდმა ბოლოს პრემიერლიგაში 2022 წლის 31 აგვისტოს წააგო „ლივერპულთან“ (1:2). მას შემდეგ ჯორდებმა ცხრა მაჩი მოიგეს და ხუთი ფრედ დაასრულეს. თან მეხუთე შეხვედრაა გოლი არ გაუშვიათ.
თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 69-ე წუთზე სტუმარმა ალეკსანდარ მიტროვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა.
„ნიუკასლს“ ახლა 38 ქულა მოუგროვდა და მესამე ადგილზე დგას.
ინგლისი
პრემიერლიგა
მე-20 ტური. 15 იანვარი
ტოტენჰემი - არსენალი 0:2
ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური“
0:1 ლორისი (14 საკ. კარში), 0:2 ედეგორი (36)
ტოტენჰემი: ლორისი, დოჰერტი (რიშარლისონი 71), რომერო, დაიერი, ლანგლე, სესენონი (პერიშიჩი 76), ჰოიბერგი, სარი (ბისუმა 76), კულუშევსკი, სონი, კეინი
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
არსენალი: რემსდეილი, უაითი, სალიბა, გაბრიელი, ზინჩენკო (ტომიასუ 85), ჯაკა, პარტი, ედეგორი (ვიეირა 90+4), საკა, ნკეიტა (სმიტ-როუ 90+3), მარტინელი (ტირნი 79)
მწვრთნელი: მიკელ არტეტა
მაჯი: კრეიგ პოუსონი
გაფრთხილება: რომერო (35), სესენონი (45+1), სარი (53), ლანგლე (72); მარტინელი (70), გაბრიელი (90+1)
ჩელსი - კრისტალ პალასი 1:0
1:0 ჰავერცი (64)
ნიუკასლი - ფულემი 1:0
1:0 ისაკი (89)