ფეხბურთი

20:44 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის "კრემონეზეს" ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს

იტალიური „კრემონეზეს“ მთავარ მწვრთნელად დავიდე ბალარდინი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

59 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი დებიუტი ოთხშაბათს, იტალიის თასზე „ნაპოლისთან“ საგარეო მატჩში შედგება. ბალარდინის სხვადასხვა პერიოდში „პესკარაში“, „კალიარიში“, „პალერმოში“, „ჯენოაში“, „ბოლონიასა“ და „ლაციოში“ აქვს ნამუშევარი. დავიდემ მასიმილიანო ალვინი შეცვალა, რომელიც გუშინ დაითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ ბალარდინი „პალერმოში“ ლევან მჭედლიძის, ხოლო „ჯენოაში“ კახა კალაძის მწვრთნელი იყო, ახლა კი ლუკა ლოჩოშვილს მოუწევს მასთან მუშაობა. მჭედლიძემ სულაც სერია A-ში სადებიუტო გოლი 2008 წელს სწორედ ბალარდინის მწვრთნელობისას გაიტანა („იუვენტუსთან“).

„კრემონეზე“ 7 ქულით 18 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.110336