ფეხბურთი

15:00 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ფერნანდეში: "ადრე ზოგიერთი საკუთარ თავზე ფიქრობდა, ახლა გუნდურად ვთამაშობთ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდი შეიცვალა და ახლა „მანჩესტერი“ გუნდურ ფეხბურთს თამაშობს.

„გუნდმა მენტალიტეტი შეიცვალა, ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მატჩების მოგებაა. ცოტა ხნის წინ ზოგიერთი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, ახლა ჩვენ ერთმანეთისთვის ვმუშაობთ და „იუნაიტედი“ ისე თამაშობს, როგორც ნამდვილი გუნდი“, - თქვა ბრუნომ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში ბოლო 5 მატჩი მოიგო და მესამე ადგილზე აღზევდა, „მანჩესტერ სიტის“ კი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

0.116109