სხვა

2:40 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კილდემ ვენგენში ზედიზედ ორი რბოლა მოიგო

ნორვეგიელმა ალეკსანდერ ომოდტ კილდემ შვეიცარიის ვენგენში, ზედიზედ ორი რბოლა მოიგო - პარასკევს სუპერ-გიგანტში გაიმარჯვა, შაბათს კი დაშვების რბოლაც მოიგო და აბსოლუტურ ჩათვლაში, შვეიცარიელ ლიდერ მარკო ოდერმატთან ჩამორჩენა 340 ქულით შეამცირა.

30 წლის კილდემ სუპერ-გიგანტში მცირედით აჯობა შვეიცარიელ შტეფან როგენტინს. დაშვებაში კი ფინიშს წუთსა და 43.14 წამში მიაღწია და 0.88 წამით აჯობა მეორეზე გასულ ოდერმატს. მესამე ადგილი იტალიელმა მატია კასემ დაიკავა, ვინც გამრჯვებულს 1.01 წამით ჩამორჩა.

„ვგრძნობდი, რომ კარგი სიჩქარე მქონდა და ვიცოდი, რომ მოგების შანსი მქონდა. როდესაც მწვანე ნომრებით გამოვდივარ, ეს კარგის ნიშანია. ეს კარგად მაქვს დაცდილი. ჩემს ეკიპირებაზე კარგად ვმუშაობ და ასეც გავაგრძელებ, რაც მეტ თავდაჯერებას შემძენს“, - განაცხადა კილდემ.

„ალექსმა ისევ გაიბრწყინა და დღეს გაცილებით უკეთ იასპარეზა, ვიდრე ყველა დანარჩენმა. ამიტომ, ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ. შეიძლება ორი-სამი მეათედით უკეთ მესრიალა, მაგრამ 0.88 წამი მეტისმეტად ბევრია. მოკლედ, მან ეს გამარჯვება დაიმსახურა. მე კი მეტი მუშაობა მომიწევს“, - განაცხადა ოდერმატმა.

0.113897