ფეხბურთი

23:48 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზედან“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

დღეს „მონცასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, „კრემონეზემ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალვინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.



„კრემონეზე“ გაცნობებთ, რომ მასიმილიანო ალვინი და მისი გუნდი გათავისუფლებული იქნა პირველი გუნდის ტექნიკური მენეჯმენტისგან. კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს და მის თანამშრომლებს სერიოზულობის, პროფესიონალიზმისა და მონდომებისთვის, რომელიც მათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურ მუშაობაში გამოავლინეს“ - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

მასიმილიანო ალვინი „კრემონეზეში“ 2022 წლის ზაფხულში დაინიშნა, თუმცა კლუბს ისტორიულად ცუდი შედეგი დაუფიქსირა. მისი ხელმძღვანელობით „კრემონეზეს“ მიმდინარე სეზონში სერია A-ში გამარჯვება ჯერ კიდევ არ აქვს და 18 ტურის შემდეგ 7 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

0.115344