ფეხბურთი

1:08 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "მინდოდა მწვრთნელისთვის მეჩვენებინა, რომ სკამზე ყოფნა არ მომწონს"

ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „რუანთან“ მატჩისა და გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი თავდამსხმელი ბოლო ორ შეხვედრაში შეცვლაზე ჩაერთო და ორჯერვე გოლი გაიტანა.

ქართველმა შემტევმა აღნიშნა, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, მაგრამ მისთვის სურდა ეჩვენებინა, რომ თამაში სურს.

„ვიცი, რომ უკეთ თამაში შემიძლია და არ გავჩერდები. გოლების გატანა და გუნდის დახმარება უნდა გავაგრძელო. რამდენიმე მატჩია არ დავმარცხებულვართ და ვცდილობთ ეს სერია შევინარჩუნოთ. კარგია, რომ მესამე ადგილზე გადავედით, მაგრამ ასე უნდა გავაგრძელოთ. ვიცით, რომ ლიგა 1-ში გადასასვლელად მეორე ადგილი მაინც უნდა დავიკავოთ, ამიტომ ისე გაგრძელება მოგვიწევს, როგორც ამას ბოლო რამდენიმე თამაშში ვაკეთებდით.

რატომ არ ვიყავი ბოლო ორ მატჩში ძირითადში? არ ვიცი, ამაზე მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ. პატივს ვცემ მის არჩევანს, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა, რომ სათადარიგო სკამზე ყოფნა ძალიან არ მომწონს და მინდორზე ყოფნა მირჩევნია“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. „მეცი“ 31 ქულით მესამე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“, მომდევნო ტურში კი 28 იანვარს, „ვალანსიენს“ ესტუმრება.

0.121607