ფეხბურთი

18:30 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეისმიტი: “საქართველოსთან საუკეთესო გამოსავალი შემტევი ფეხბურთია”

“ევერტონის” 28 წლის შემტევმა სტივენ ნეისმიტმა საქართველოსთან გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“დარწმუნებული ვარ ვითამაშებთ უფრო შემტევ ფეხბურთს, ვიდრე გერმანიასთან იყო. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როცა ბურთი თამაშში შევა, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ მეტოქეს სათამაშო ტემპი, მოვიპოვოთ უპირატესობა და შევქმნათ გოლის გატანის შანსები. საქართველოსთან საუკეთესო გამოსავლად შემტევი ფეხბურთი მესახება”, - აღნიშნა ნეისმიტმა.

2012 წელს ნეისმიტმა “რეინჯერსი” დატოვა და “ევერტონში” განაგრძო კარიერა. სკოტთა ეროვნულ ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობს - 30 ჩატარებულ შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 გოლია.

0.120783