ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც კონტინენტების ჩემპიონები ითამაშებენ, 1 თებერვალს დაიწყება და დღეს ტურნირის ბადე ცნობილი გახდა.
პირველ წრეში ერთმანეთს „ალ აჰლი“ და „ოკლენდ სიტი“ შეხვდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე „სიეტლ საუნდერსს“ გაეჯიბრება. მეორე ეტაპზე მეორე წყვილი „ვიდადისა“ და „ალ ჰილალისგან“ დაკომპლექტდა.
ნახევარფინალის საგზური პირდაპირ აქვთ მოპოვებული „ფლამენგოს“ და მადრიდის „რეალს“. ბრაზილიური კლუბი „ვიდადისა“ და „ალ ჰილალის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო „რეალი“ ფინალის საგზურისთვის „ალ აჰლის“, „ოკლენდ სიტის“ ან „სიეტლ საუნდერსს“ გაეჯიბრება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 1-11 თებერვალს გაიმართება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ლონდონის „ჩელსია“, ხოლო ეს ჯილდო ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ „რეალს“ აქვს მოგებული.