ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის ზაფხულში გაყიდვას არ გამორიცხავს. იტალიურმა გრანდმა სერბი ფორვარდი ზუსტად ერთი წლის წინ „ფიორენტინადან“ შეიძინა და „არსენალის“ კონკურენციაში გაიმარჯვა, მაგრამ ფეხბურთელთან გეგმები შეიცვალა.
ვლაჰოვიჩი ხშირად ტრავმიანობს და ტურინელთა მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა. როგორც იტალიური მედია წერს, ზაფხულში თუ „იუვენტუსი“ მინიმუმ 110 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს, ვლაჰოვიჩს შეელევა.
დუშანის მსურველთა შორის ისევ „არსენალი“ სახელდება, რომელსაც უარი სერბმა გასული წლის იანვარში თვითონ უთხრა. ასევე ახსენეს მიუნხენის „ბაიერნი“, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს.
დუშან ვლაჰოვიჩი „იუვემ“ შარშან 75 მილიონ ევროდ იყიდა და მას შემდეგ მან ტურინელთა მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა.