ფეხბურთი

15:34 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოში სტადიონს ჰაქიმის სახელი დაარქვეს

მაროკოს ქალაქ ელ-კასრ ელ-კაბირში სტადიონს ქვეყნის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ მცველის, აშრაფ ჰაქიმის სახელი დაარქვეს. ეს ფეხბურთელმა დაწერა სოციალურ ქსელში.

24 წლის ჰაქიმი თავად დაესწრო საზეიმო ცერემონიას. ეს ქალაქი მისი დედის მშობლიური ქალაქი ყოფილა.

„ჩემთვის დიდი პატივია საკუთარი სახელობის სტადიონზე ყოფნა. დიდ მადლობას ვუხდი ქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. ძალიან მიხარია იმ ქალაქში დაბრუნება, რომელსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მიხარია ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ყოფნა.“ - თქვა ჰაქიმიმ.

შეგახსენებთ, რომ ყატარის მუნდიალზე მაროკოს ეროვნული გუნდი ნახევარფინალში გავიდა და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც ამ ეტაპს უწია.

0.122366