11 იანვარს, ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში, „საუთჰემპტონმა“ სენსაციურად მოუგო „მანჩესტერ სიტის“ (2:0) და ტურნირიდან გამოთიშა. შემდეგ „წმინდანების“ მეკარემ, გევინ ბაზუნუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს გამარჯვება მათ პრემიერლიგაშიც დაეხმარება.
„ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი კლუბისთვის. ახალ მწვრთნელთან ერთად ბევრს ვმუშაობდით და შედეგიც მივიღეთ. გვინდა ისეთი გუნდი გავხდეთ, რომელთანაც თამაში ყველას გაუჭირდება. ვიმედოვნებ, ეს გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს და პრემიერლიგაშიც დაგვეხმარება.“ - ციტირებს ბაზუნუს სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ „საუთჰემპტონი“ პრემიერლიგის ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა.