ფეხბურთი

10:09 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „ეს ტანჯვის საღამო იყო, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ (1:1, 4:3 პენალტების სერიაში), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ეს ტანჯვის საღამო გახლდათ. როცა მეტოქემ გაგვიტანა, ყველაფერი გართულდა. მაგრამ ჩვენი კლუბის დევიზია: ბოლომდე ბრძოლა. ახლა ფინალში ვართ, ხოლო ჯილდოს ის იგებს, ვინც იქ ხვდება.

პირველ ტაიმში სრულად ვაკონტროლებდით სიტუაციას. მეორეში კი მოვუკელით, მომენტებს ვეღარ ვქმნიდით. ასევე იყო დამატებით დროშიც. ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რაც გვეკადრებოდა, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. ცხადია, სამუშაო ბევრი გვაქვს.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიის“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ შეხვედრა მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა.

0.116636